სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლის სფეროების კლასიფიკატორში ცვლილება შევიდა - დეტალები
02-06-2025
-
+


განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სწავლის სფეროების კლასიფიკატორში. 

ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს:

ა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს „მემცენარეობა და მეცხოველეობა Crop and Livestock Production“ (კოდი – 0811):

ა.ა) მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი „0811.2.3 მეცხოველეობა Animal Husbandry“ ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0811.1.2 მეცხოველეობა Animal Husbandry“;

ბ) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის სწავლის სფეროს „022-023 ჰუმანიტარული მეცნიერებების“ სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 0221-0229 და 0231-0239 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor of Arts (BA ) – Field of study
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Arts (MA) – Field of study ან 
ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study.

2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 0231 დეტალურ სფეროში 0231.2.1 კოდით გათვალისწინებული სწავლის სფეროს (ლექსიკოგრაფია Lexicography) კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor of Arts (BA ) – Field of study
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master of Arts (MA) – Field of study ან
ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Bachelor – Field of study
მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით Master – Field of study
ან
გ) ევროპული მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
European Master – Field of study.“.

განახლებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/parent/787/erovnuli-kvalifikatsiebis-charcho


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება