სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება - იხილეთ რა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი
01-06-2025
-
+


თბილისის   მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: ღია ბიბლიოთეკა; კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება; სპორტული აქტივობები; ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; ამერიკული კუთხე; ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე; სახეზე მოხატვა; თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები; ფოტო ბასი; მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა; ზღაპრის კუთხე; თოჯინების თეატრი; არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი – 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება