სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აქვს თუ არა ბაღს უფლება, მშობელს 6 წლის ბავშვის გაყვანა მოსთხოვოს - ოფიციალური განმარტებები
02-06-2025
-
+


22 მაისს საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ 5 წლის ბავშვებსაც შეძლებათ მისვლა, ვისაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება, თუმცა წავა თუ არა ბავშვი სკოლაში - ეს მშობლის გადასაწყვეტია და მას შეუძლია არასრულწლოვანი კვლავ სააღმზრდელო დაწესებულებაში დატოვოს.

etaloni.ge-ს რამდენიმე მშობლემა მიმართა იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ რა საბავშვო ბაღს უფლება, აღსაზრდელის სკოლაში გადაყვანა მოეთხოვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ განათლების სამინისტროსა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კომენტარებს.

სამინისტრო განმარტავს: „ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად“.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში ეტალონს განუმარტეს, რომ აკადემიური წელი იწყება 15 სექტემბრიდან, ამიტომ თუ ბავშვს 6 წელი უსრულდება 16 სექტემბრამდე, მას ბაღში დარჩენა აღარ შეეძლება, მაგრამ თუ ბავშვი 6 წლის ხდება 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მშობელი იღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ბაღში დატოვებს თუ პირველ კლასში დაარეგისრტრირებს შვილს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება