სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში
02-05-2025
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა ქართული ენის სილამაზისა და მისი როლის წარმოჩენას, ქართველი ერის თვითმყოფადოების შენარჩუნებაში. 

14 აპრილს სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

„ღმერთების ენის”-დედა ენის დღე ქართველებისთვის სიმბოლურია. ქართველმა კაცმა ყველაზე საყვარელ ადამიანს, ღმერთს რომ უტოლდება - დედა უწოდა, ხოლო ენას - დედაენა და ამით ენის უზენაესობას, უმნიშვნელოვანესობას, უწმინდესობას გაუსვა ხაზი.

ქართველ ერს უამრავი მიზეზი გვაქვს სიამაყისა და ერთ -ერთი ჩვენი ენა და დამწერლობაა, რომლებიც უნიკალურია.

ილიამ გვიანდერძა:” სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. და თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?” და ჩვენ ვაგრძელებთ ილიას გზით სვლას და მანამ სანამ,დედამიწაზე ერთი ქართველი იქნება, იქნება დედა ენა!“,- აღნიშნავენ სკოლაში სადაც მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე და ილია ჭავჭავაძის ფასეულობებზე ზრდიან. 

სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი დღე ზოია შენეგელიასა და ლალი პაპავას ხელმძღვანელობით გაიმართა.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა, მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს, დამწერლობის უნიკალურობას, ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე. 

ეს დღე დასტური იყო იმისა, რომ მომავალი თაობა ჯარისკაცობს ქართულ ენას.

„ქალბატონ ზოიას განსაკუთრებული მადლობა. ეს არის სკოლის უხუცესი ქალბატონი, რომელიც თავისი დაუღალაობით, შრომოსმოყვარეობით, პასუხისმგებლობის გრძნობით, პროფესიონალიზმით, დაუზარებლობითა და მოსწავლეებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ის არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი. მის გავლებულ ხნულში, უამრავმა მოსწავლემ გაიდგა მყარად ფესვები და ღირსეულად ქართველობენ.

მადლობა ქალბატონ ლალი პაპავასა და მის პატარებს. მადლობა რომ ასწავლით ენის მნიშვნელობას, სიყვარულსა და მოფრთხილებას. “ლოცვების ენავ, წირვის ენავ, ენავ გრიგალო, დალოცვილ იყავ, ქებულ იყავ,მრავალჟამიერ!”“,- აღნიშნევან სკოლაში და მოსწავლეებს პატიორტული სულისკვეთებით განმსჭვალულ არაერთ ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება