სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
01-05-2025
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

სკოლის მე-3, მე-5, მე-6 მე-8 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, 25 აპრილს შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენისა და წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეებს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, ისაუბრეს მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის წარმოშობაზე.  აღნიშნეს, რომ იყო ფარნავაზ მეფე, რომელმაც განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული. დასძინეს, რომ დედა ენა არის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება.

თემატიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს თუ რატომ არის საავტორო უფლებები მნიშვნელოვანი და რატომ უნდა დავიცვათ შემოქმედთა შრომა. ამ ნაწილშიც თემატიკიდან გამომდინარე წაიკითხეს წიგნზე ლექსები, შეასრულეს სიმღერები.

მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა და მე-3 კლასის მოსწავლე ელენე მაისურაძემ გამართეს სასცენო წარმოდგენა თემაზე - „წიგნი და საავტორო უფლებები. ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვა (ბარბარე მაისურაძე (VI კლასი), ანანო კურტანიძე (VI კლასი), მარიამ ხუციშვილი (VI კლასი) და მაია რიჟამაძე (მე-8 კლასის ხელმძღვანელი).

დირექციამ მადლობა გადაუხადა მე-3 კლასის ხელმძღვანელს - ლელა მჭედლიძეს, მე-5 კლასის დამრიგებელს - ნათია კაპანაძეს, მე-6 კლასის ხელმძღვანელ ლელა სხილაძეს და ღონისძიების ორგანიზატორებს მე-8 კლასის ხელმძღვანელ მაია რიჟაამაძეს, ეკატერინე თედეშვილს და ხელოვნების პედაგოგ ანა ღამბარაშვილს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება