| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტიკიდა.
დოკუმენტის თანახმად, ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში (უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში);
ბ) ჰქონდეს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
გარდა ამისა, დოკუმენტში გაწერილია საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის პუნქტები:
„საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.
გ) არ წარმოადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა