სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დავიცვათ ჩვენი სახლი - პირველკლასელთა ღონისძიება წაჩხურას საჯარო სკოლაში
22-04-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურას საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორისაა დედამიწის დღე - რომლის ფარგლებშიც პირველკლასელებმა, პედაგოგის - ლამზირა სხულუხიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

გარდა ამისა, ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე, საკუთარი ხელით შექმნეს  თემატური ნამუშევრები და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ „ჩვენი სახლი“.

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება