სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დედაენის დღე შთამბეჭდავი აქტივობებით აღნიშნეს
22-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული გაიმართა.


„მხოლოდ დედა ენა არის სულისა და გულისა… ყველა უცხო ენანი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ!“ - – იაკობ გოგებაშვილის სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ინსპირაცია „დედაენის კვირეულის“, რომელიც არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში (I-IV) გაიმართა.

კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დედაენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივებას, მისი ფესვების, ღირებულებისა და სილამაზის გაცნობას.

კვირეულის აქტივობები მრავალფეროვანი და შთამაგონებელი იყო. თითოეულმა დღემ თავისი დატვირთვითა და ემოციით ჩაუნერგა ბავშვებს მშობლიური ენის მნიშვნელობა: ქართული ენის განვითარების ისტორიის გაცნობა, იაკობ გოგებაშვილის მიერ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შედგენის ისტორია, ბარბარიზმების ამოცნობა და მათი თავიდან აცილების გზები, ქართული ლექსებისა და სიმღერების წაკითხვა და შესრულება, ანბანის ასოების მხატვრული გაფორმება და ნამუშევრების გამოფენა.

მოსწავლეებმა საკუთარ თვალით დაინახეს, რომ ქართული ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება კი არა, არამედ ფერებითა და ხმებით გამორჩეული კულტურული საგანძურია.

კვირეულის ფინალური დღე განსაკუთრებით მხიარული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებით, თამაშებითა და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს დედაენის ზეიმი. ისინი არა მხოლოდ სწავლობდნენ, არამედ გრძნობდნენ - რომ მათი ენა სიყვარულის, სიმტკიცისა და ერთობის ნაწილია.

პროექტის ავტორები და კლასის დამრიგებლები:

• I კლასი – ნანა წიკლაური
• II კლასი – ელზა ქავთარაძე
• III კლასი – ლია აფციაური
• IV კლასი – მაია მნათობიშვილი.


სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ავტორებს თავდადებისა და გულისხმიერებისათვის - „თქვენი შრომით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს მშობლიური ენის ღირებულება და მისი მნიშვნელობა საკუთარი იდენტობისთვის.

„დედაენა“ არ არის მხოლოდ სიტყვების ერთობა - ის არის სამშობლოს სუნთქვა, ჩვენი ისტორიის ხმა და გულის ენა.
დედაენის კვირეული კი ნამდვილად იქცა სიყვარულით და პროფესიონალიზმით გამთბარ კულტურულ დღესასწაულად.

გმადლობთ ამ ლამაზი და შთამაგონებელი ინიციატივისთვის“!

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება