სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი
22-04-2025
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესს საინტერესო მეთოდებით, თანამედროვე მიდგომებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით წარმართავენ. 

სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ია ნეფარიძემ Vბ კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „სახელოვანი წინაპრები“. 

მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს გამოჩენილი ქართველი მეფეების: ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, მეფეთ-მეფე თამარისა და ერეკლე II-ის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

იმსჯელეს იმ ულამაზესი პოეტური ქმნილებების შესახებ, რომლებიც ჩვენმა კორიფეებმა მიუძღვნეს დიდ წინაპრებს, გაიაზრეს თითოეული ლექსის მთავარი სათქმელი და, რაც მთავარია, ისაუბრეს, თუ რა ისწავლეს და რაში გამოადგებათ მომავალში მათი იდეები. მოსწავლეებმა დაუკავშირეს დღევანდელობას წარსული, გააცოცხლეს მათთვის სასურველი ისტორიული გმირები და მწერლები, განსაკუთრებული გულწრფელობით მსჯელობდნენ მათზე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მასწავლებელმა გამოიყენა როგორც საერთო სასკოლო, ისე - ჯგუფური მუშაობის მეთოდები.

„მინდა აღვნიშნო ის განსაკუთრებულობა, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, სკოლის დირექტორი, ქალბატონი ცირა ბრეგვაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და დაწყებითების კათედრის წევრები. პატარები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, განსაკუთრებულად ცდილობდნენ, რომ თავი გამოეჩინათ მშობლებთან. მათ დაკისრებულ მისიას კარგად გაართვეს თავი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღია გაკვეთილი მოსწავლეებისათვის პროდუქტიული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.  

„მასწავლებელმა - ია ნეფარიძემ მიმდინარე სასწავლო წელს ამ კლასში მეორედ ჩაატარა ღია გაკვეთილი.

მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა პროფესიონალიზმი და საგნისა და მოსწავლეებისადმი უდიდესი სიყვარული. მადლობა მასწავლებელ ია ნეფარიძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის“,-დასძენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილე მოსწავლეები გადანაწილებულნი იყვნენ ბრალდების, დაცვისა და სასამართლოს გუნდებად

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება