| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ;
ამის დასტური გახლავთ ლიტერატურული საღამო, რომელიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა ყველასთვის საყვარელ, თანამედროვე ქართველ პოეტს - ტარიელ ხარხელაურს მიუძღვნეს.
„ქუთაისის №4 საჯარო სკოლამ პოეტ ტარიელ ხარხელაურს უძღვნა ლიტერატურული საღამო... მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ემოციურად წარმოადგინეს მისი შემოქმედება და შეასრულეს ლექსებზე შექმნილი სიმღერები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპატიო სტუმრებს - ტარიელ ხარხელაურსა და მის მეუღლეს, მარინა ხარხელაურს, ასევე ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს - მაია ცქიტიშვილს, დირექტორმა მაკა გუბელაძემ, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ღირსეული მასპინძლობა გაუწია.
დაუვიწყარი შეხვედრა ჩვენი დროის დიდ პოეტთან - ასე შეაფასეს მოსწავლე-მასწავლებლებმა ღონისძიება, რომელმაც მართლაც წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული მათგანის მეხსიერებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა