სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ექიმი და ავადმყოფი“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება და საინტერესო როლური თამაში
08-04-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გაიმართა პატარა, თუმცა შთამბეჭდავი და შემეცნებითად დატვირთული ღონისძიება, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თემატიკურად ღონისძიება ეძღვნებოდა აქტუალურ და საინტერესო თემას – „ექიმი და ავადმყოფი“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო IV კლასის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი შუშანა  პილტოიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - მაკსიმ გალსტიანი, IV კლასის დამრიგებელი-  ნუნე გალსტიანი და მოსწავლეთა მშობლები.

მოსწავლეებმა როლური თამაშები მოირგეს და განასახიერეს ექიმები და პაციენტები. ბავშვებმა მხატვრულად და ხალისიანად გადმოსცეს ის ყოველდღიური სიტუაციები, რაც ხშირია ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობაში. მათი თამაში იყო არა მხოლოდ სახალისო არამედ მეტად შემეცნებითი. 

მოსწავლეებმა ისწავლეს როგორ უნდა მოვიქცეთ ავადობის დროს, რას აკეთებს ექიმი, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და რატომ არის მნიშვნელოვანი ჰიგიენა და სწორი კვება.

ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში არა მხოლოდ პროფესიისადმი ინტერესის გაღვივება, არამედ ჯანმრთელობისადმი გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება