| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.
ახლახან გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში.
მონაწილეებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, საპრიზო ადგილზე გასული მოსწავლეებს კი სიგელები და მედლები გადაეცათ.
პირველი ადგილი დაიკავა მე-3 კლასის მოსწავლემ - ჟირაირ მარკოსიანმა, მე-2 ადგილზე - მე-5 კლასის მოსწავლე - ნარეკ მარკოსიანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მე-5 კლასელს - არტიომ ალვანჯიანს.
„გამარჯვებული მოსწავლეები სპორტის მასწავლებელმა ალეკსანდრ კალმიკომ და სკოლის დრექტორმა ტატიანა კარევამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა