სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გავზარდოთ ცნობიერება - გავაძლიეროთ მხარდაჭერა“ - ლასურიაშის საჯარო სკოლა თანასწორობის სადარაჯოზე
07-04-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ამის დასტურია ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა, რომელიც აუტიზმის  ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს  თემატური ნამუშევრები, წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ხეცურიანმა, და მე-9 კლასის მოსწავლემ - მელანო მერცმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია; გარდა ამისა, ბავსვებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და კიდევ ერთხელ  გაუსვეს ხაზი, საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლას - „გავზარდოთ ცნობიერება - გავაძლიეროთ მხარდაჭერა“.

ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სპეციალური მასწავლებელი ლალი გვიშიანი და ბიოლოგიის პედაგოგი ნანა ფუტკარაძე, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.

მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება