| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
3 აპრილს, ხიზაბავრის საჯარო სკოლას ესტუმრა ტარიელ ქამაშიძის სახელობის მირაშხნის საჯარო სკოლა პროექტით - „საქართველოში განბნეული მარგალიტები“. პროექტის ხელმძღვანელი ინგლისურის პედაგოგი ანი წიკლაური გახლავთ.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეძიათ საქართველოს კუთხეების ტრადიციებისა და სამზარეულოს შესახებ ცნობები.
მოსწავლეებმა შეარჩიეს კუთხეები - ხიზაბავრა -მესხები, მირაშხანი-აჭარლები, მასწავლებელთა კუთხურობის მიხედვით, ხევსურეთი და მთიულეთი იყო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე მიწვეულმა ფერმერმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ტენილი ყველის წარმოების შესახებ.
ვიქტორინაზე ბავშვებმა თავიანთი კუთხისათვის დამახასიათებელ დიალექტზე წარმოთქვეს წინადადებები, რაც ძალიან სახალისო გამოვიდა.
ბოლოს პროექტი მესხეთისა და აჭარისათვის დამახასიათებელი ტკბილეულის დაგემოვნებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა