TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლა ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე - სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
04-04-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა  ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.

თუმცა ალერტკარის საჯარო სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგებისთვის, არანაკლებ პრიორიტეტულია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა დაინტერესება სპორტით.

ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, დირექტორი, თამარ ივარდავა მაქსიმალურად რომ ცდილობს, მოსწავლეებს ჰქონდეთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზიც ისე იყოს მოწყობილი, არა მხოლოდ გაკვეთილის ფარგლებში, არამედ დასვენებებზეც ბავშვებს ჰქონდეთ მოტივაცია, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ახლახან, ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ ივარდავას გადაწყვეტილებით, სკოლის სპორტულ დარბაზს ჩაუტარდა კოსმეტიკური სამღებრო სამუშაოები, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის სპორტის მასწავლებლებმა  - მურთაზ ლაგვილავამ და ნუკრი ბერიშვილმა, სკოლაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ დახვეწილი სპორტული ინტერიერი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.



იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება