სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებლები საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ
07-04-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ. 

29 მარტს, ქუთაისში საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ეგიდით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია პედაგოგებისთვის.

საკონფერენციო თემა იყო: „სასკოლო კლუბების როლი და პროექტული სწავლების მნიშვნელობა განათლებაში“.

ქუთაისის №32 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ელისო მაწკეპლაძე და თამარ ციცვიძე კონფერენციაზე მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

ელისო მაწკეპლაძემ წარმოადგინა თემა - „ინტეგრირებული პროექტი“.

პროექტი მოიცავდა საგნებს:

ქართული ენა და ლიტერატურა (მასწავლებელი ლალი კაშია)

მოქალაქეობა (მასწავლებელი ელისო მაწკეპლაძე)

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო კლუბების როლს მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ინგლისური ენის ლიტერატურული კლუბის – „Beam With Books” ფარგლებში წარმოდგენილი იყო თემა:

„ლიტერატურული ლეგენდები“ – უილიამ შექსპირის „ციმბელინი“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – სიუჟეტური თანაკვეთა.

თემა წარადგინა კლუბის ლიდერმა – თამარ ცეცხლაძემ.

კონფერენციის დამსწრეებს შორის ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მასწავლებლები - სოფო კვერნაძე და დოდო ხობელია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება