TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

USA vs UK - სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს
04-04-2025
-
+


სენაკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-9გ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს, რომლის სახელწოდებაა - USA vs UK. პროექტს მასწავლებელი სოფიო ადამია ხელმძღვანელობდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ პროექტის მიზანია შეადაროს შეერთებული შტატებისა (USA) და გაერთიანებული სამეფოს (UK) სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა ისტორია, კულტურა, ეკონომიკა, განათლება, სამართლებრივი სისტემა და სოციალური ცხოვრება.

აშშ და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ორი გავლენიანი ქვეყანაა, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მიუხედავად ამ კავშირებისა, მათ შორის ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს.

მოსწავლეებმა პროექტის საშუალებით გაანახლიზეს და შეადარეს ამ ორი ქვეყნის მთავარი მახასიათებლები შემდეგი კუთხით:

  • ისტორიული კავშირები – როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა წარსულიდან დღემდე;
  • პოლიტიკური სისტემა – დემოკრატიის ფორმები, მთავრობების სტრუქტურა და საარჩევნო პროცესი;
  • ეკონომიკა და ბიზნესგარემო – როგორ განსხვავდება მათი ეკონომიკური მოდელები და ბიზნეს კლიმატი;
  • კულტურა და განათლება – განათლების სისტემა, ტრადიციები, ლიტერატურა, მედია და ცხოვრების სტილი;
  • სამართლებრივი სისტემა – ძირითადი განსხვავებები კანონებსა და სასამართლო სისტემებში.

„პროექტი მიზნად ისახავს გააღრმაოს ცოდნა ამ ორი ქვეყნის შესახებ და აჩვენოს მათი მსგავსებები და განსხვავებები, რაც ხელს შეუწყობს უკეთ გაგებას როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე პერსპექტივიდან“,- დასძენენ სკოლაში. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და ახალი ინფორმაციაც მოიძიეს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება