| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით დავალებებს ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ახლახან, ხელოვნების გაკვეთილზე, მე-3 კლასის მოსწავლეებმა მათი შექმნილი დიორამების პრეზენტაცია გაიმართეს.
აქტივობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გამყარების, არამედ შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დიორამები – მინიატურული სცენები, რომლებიც ასახავდა მათთვის საინტერესო თემებს.
თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ინდივიდუალური მიდგომითა და ფერადოვნებით.
პრეზენტაციის დროს ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები კლასს წარუდგინეს, მოყვნენ რას გამოხატავდა დიორამა, როგორ დაამზადეს ის.
ისინი სიამაყით საუბრობდნენ თავიანთი შრომის შედეგზე და ხალისით უსმენდნენ ერთმანეთის პრეზენტაციებს.
მსგავსი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შემოქმედებითი განვითარებისთვის და ასწავლის მათ იდეების რეალიზებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა