| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას სტუმრობდნენ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი და საგნობრივი ექსპერტი დალი მეზვრიშვილი.
ვიზიტის მიზანი იყო პედაგოგიური პრაქტიკის გაცნობა და მასწავლებლების მხარდაჭერა.
სტუმრები დაესწრნენ სხვადასხვა საგნის გაკვეთილებს, დააკვირდნენ სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა ჩართულობასა და მასწავლებელთა პროფესიულ მიდგომებს.
მათ პოზიტიურად შეაფასეს საკლასო გარემო, მოსწავლეთა მოტივაცია და ის ინტერაქცია, რაც გაკვეთილებზე შეინიშნებოდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილეს თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, პროფესიული განვითარების გზები და ის რესურსები, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა