სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბოდბის საჯარო სკოლაში ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 92-ე წლისთავს პოეზიის საღამო მიეძღვნა
03-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლაში გაიმართა პოეზიის საღამო, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მწერლისა და პოეტის, ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 92-ე წლისთავს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაიხსენეს ოთარ ჭილაძე, პოეტი, რომელიც სიტყვით აშენებდა სამყაროს, მაგრამ ამავე სიტყვით ამხელდა დროს და ადამიანებს...

მოსწავლეებმა წაიკითხეს ოთარ ჭილაძის ლექსები, გააანალიზეს მათი შინაარსი და ის სიღრმისეული გზავნილები, რაც თითოეულ ტექსტშია ჩაქსოვილი.

სცენაზე გაჟღერდა როგორც ცნობილი, ასევე ნაკლებად ცნობილი ნაწყვეტები მისი პოეზიიდან, რომლებიც მოსწავლეებისეული ინტერპრეტაციით გაცოცხლდა.

ღონისძიება გამდიდრდა ვიზუალური და მუსიკალური ელემენტებით – ლექსების ფონზე ისმოდა მუსიკა, მოსწავლეებმა დაანთეს სანთლები და გამართეს პრეზენტაციაც. 

ეს საღამო არა მხოლოდ პოეტის ხსოვნისადმი პატივისცემა იყო, არამედ ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანი და შემეცნებითი შეხვედრა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება