სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად შევქმნათ ტოლერანტული მომავალი“ - თბილისის N132 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა
03-04-2025
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა და საგანმანათლებლო აქტივობებით ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას გაესვა ხაზი. 

აქტივობების მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლეს აუტისტური სპექტრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

IIIა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ცისანა ლილუაშვილის ხელმძღვანელობითა და სპეციალური მასწავლებლის ნატო ვარამაშვილის მხარდაჭერით, შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნას. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ცოდნის გაღრმავება უფრო გახსნილი და თბილი გარემოს შექმნის მთავარი წინაპირობაა. ისეთი გარემოსი, სადაც საზოგადოების მხრიდან იქნება უფრო მეტი სიყვარული, სითბო, მხარდაჭერა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აუტიზმის მქონე ადამიანების უკეთ გაგების ინტერესი და სურვილი.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაამზადებს ფაზლებიანი სანიშნეები, (აუტიზმის სიმბოლოდ მიჩნეულია ფაზლების ნაწილები), რომლებსაც ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ყოველდღიურად გამოიყენებენ.

მსოფლიო ღონისძიებას, პედაგოგ სალომე ნებიერიძის მხარდაჭერით, აქტიურად  შეუერთდნენ მე-4ა კლასის მოსწავლეებიც. პედაგოგმა მათ საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რომ განსხვავებულობა ძალაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ამრავალფეროვნებს და ამდიდრებს.

პედაგოგი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მაიკო მეხრიშვილს ხელშეწყობისა და დახმარებისთვის.

„დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ერთად შევქმნათ ტოლერანტული მომავალი“,- დასძენს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ  2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება