სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა 
02-04-2025
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

21 მარტს, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ქრომოსომებს არ ითვლიან“.

დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საგანმაანთლებლო საუბრები მიეძღვნა, რომელიც დამრიგებლებმა ყველა კლასში ჩაატარეს.

დაწყებითი კლასის მასწავლებელებმა კი მოსწავლეებს საგანმანათლებლოსთან ერთად სახალისო აქტივობები შესთავაზეს.  მათთან ერთად დაამზადეს კედლის გაზეთი, პოსტერები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნეს და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

„მადლობა, სკოლის თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს, გაწეული წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებეთა შემოქმედებითი მოდგომა. 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება