სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო აქტივობები და ენთუზიაზმით შესწავლილი საგაკვეთილო თემა 
02-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

ახლახან, მე-4 კლასში „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა, ანა პეტროსიანმა და ბილინგვური სწავლების სპეციალისტმა - მარიამ ზარიძემ საინტერესო აქტივობა გამართეს.

გაკვეთილის თემა იყო - ავტომობილები, რომლებითაც ძირითადად მგზავრობენ პატარა მე-4 კლასელები. 

მოსწავლეებმა პედაგოგ ანა პეტროსიანის დახმარებით, მშობლიურ ენაზე ჩამოთვალეს ყველა ის მანქანა, რომელსაც ცნობენ, შემდეგ კი პედაგოგ მარიამ ზარიძის დახმარებით, სიტყვები ქართულად თარგმნეს.

ბავშვებმა მანქანების სახელები ქართულად ჩამოწერეს და ორ სვეტად განათავსეს აფიშაზე.

ერთ მხარეს ჩამოწერეს ავტომობილები, რომლითაც უმგზავრიათ, მერე სვეტად კი დაწერეს მათთვის უცნობი ავტომანქანები. 

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს დავალება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

„აქტივობამ გაზარდა მოსწავლეების მოტივაცია, ქართული ენის ცოდნა, გაეცნენ ქართულ ენაში არსებულ ზოგიერთ სიტყვას. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ, მასწავლებლები კი - ძალიან კმაყოფილენი“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება