| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი ცოდნის მიღება მათთვის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესიცაა.
მოსწავლეთა მოტივაციაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინიციატივებით ანებივრებენ.
სკოლაში პირველი აპრილი განსაკუთრებული მხიარულებით აღინიშნა. პირველი აპრილის ტრადიცია საფრანგეთში ცნობილია სახელწოდებით Poisson d’Avril (აპრილის თევზი).
ფრანგული ენის პედაგოგისა (მანანა ნაროუშვილი) და სკოლის ადმინისტრაციის (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, დირექტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე) მხარდაჭერით, ჩატარდა სახალისო აქტივობები, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს იუმორისტული სცენები, იმღერეს, იცეკვეს და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ვიქტორინებში.
ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც თავიანთი ნიჭითა და არტისტიზმით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მასწავლებელთა მონაწილეობა, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად შეასრულეს მხიარული ნომრები, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილ და დადებით ატმოსფეროს მატებდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა