TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ითხვისის N1 სკოლაში ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშემწყობი გუნდის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
31-03-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ, სკოლის ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშემწყობი გუნდის მიერ ორგანიზებულ, სინდრომის შესახებ ცნობიერების მიზნით გამართულ საინფორმაციო
შეხვედრას.

ღონისძიების ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებთან ერთად, სინდორმის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დაამხსვრიეს და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამოჯნეს. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მინიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდაჭერა და შესაბამისი მხარდაჭერის და შესაძლებლობების პირობებში, ყველა პირს, რომელიც დაუნის სინდრომით ცხოვრობს, შეუძლია მიაღწიოს თავის პოტენციალს და  საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს .

ღონისძიებაზე შეირჩა დევიზი - „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. 

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. კვირეული, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანა და მათ შორის საქართველო აღნიშნავს, მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება