TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეფრემოვკის საჯარო სკოლაში π-ის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღია გაკვეთილი-ღონისძიება მიეძღვნა 
31-03-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას. ზოგჯერ მათემატიკას აღწერენ როგორც მეცნიერებას რიცხვების, გეომეტრიული ფიგურების და გარდაქმნების შესახებ. 

28 მარტს, ეფრემოვკის საჯარო სკოლაში გაიმართა ღია გაკვეთილი-ღონისძიება, რომელიც „პი“-ს საერთაშორისო დღესა და გეომეტრიულ ფიგურებს მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკლასო ოთახი მორთეს გეომეტრიული ფიგურებით, პლაკატებითა და „პი“-სადმი მიძღვნილი ტორტებით.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები, სიმღერები, გამოცანები, რომლებიც ეძღვნებოდა გეომეტრიულ ფორმებს და რიცხვ „პი“-ს თვისებებს, დეტალურად წარმოადგინეს გეომეტრიული ფიგურების პერიმეტრები, ფართობები და მოცულობის გამოთვლის ფორმულები.

გაკვეთილის-ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს შორის დამოუკიდებელი მუშაობის განვითარება გეომეტრიული ფორმების მოდელირების იდეის დანერგვა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

„ასეთი ღია გაკვეთილები იწვევს დიდ ენთუზიაზმს არამარტო მოსწავლეებში, არამედ მასწავლებლებშიც, აძლიერებს სწავლის მოტივაციას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა და  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მათემატიკის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება