სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის როლსა და გაზაფხულის მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
31-03-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.

28 მარტს, უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მოაწყვეს ულამაზესი საგაზაფხულო ზეიმი, რომელიც გამოირჩეოდა კრეატიულობითა და ნომრების მრავალფეროვნებით.

მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა საგანგებოდ შეიკერეს და შეიძინეს ერთნაირი სამოსი.

პირველი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მიწვეულ დედებს, მათივე ხელით შექმნილი ლამაზი საჩუქრები გადასცეს. ასევე, პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა, ლაშა ცინდელიანმა, სიმღერით მიულოცა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანება.

მეორე კლასის მოსწავლეებმა კი დედების გარდერობიიდან შერჩეული სამოსით პოდიუმი მოაწყვეს. ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს. 

დედის როლს და გაზაფხულის მშვენიერებას ლექსებით შეასხეს ხოტბა მეხუთე კლასის მოსწავლეებმაც. 

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი გამოვიდა, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში კი კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე ჩაიწერა. 

1-ელი - მე-5 კლასების დამრიგებლები არიან - ნინელი ფარჯიანი, სოფო გიბიშვილი, ნათია ფიცხელაური, თამუნა ავალიანი და ნათია საბაშვილი, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება