| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-5 კლასში, ბუნების გაკვეთილზე, განხორციელდა პროექტი თემაზე - „ბიომრავალფეროვნება და წითელი წიგნი“, რომელსაც პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ბუნების დაცვისა და გადაშენების პირას მყოფი ცოცხალი არსებების შესახებ, აგრეთვე პასუხისმგებლობის გაზრდას გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ. მოსწავლეებმა შეისწავლეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, ცხოველებისა და მცენარეების უნიკალურობა, მათი როლი ეკოსისტემაში და ის საფრთხეები, რაც მათ ემუქრებათ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წითელი წიგნის მნიშვნელობას – როგორ იქმნება ის, რა მიზანს ემსახურება და ა.შ.
მოსწავლეებმა წითელი წიგნის მათეული ვერსიაც შექმნეს, რომლებშიც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ბუნების დაცვის მიმართ. პრეზენტაციაც წარმატებით გამართეს.
პროექტმა გააღრმავა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება და ნათლად აჩვენა, რომ ბუნების სიყვარული იწყება ცოდნით, გააზრებით და იმ მზრუნველობით, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოვხატოთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა