სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
08-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და წახალისებაზე, დაიპყრონ ცოდნის მწვერვალები. 

პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა - დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, გიმნაზიის მოსწავლეებს, რომლებმაც საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართულ - ევროპის საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისათვის მიიღებული სერტიფიკატები გადასცა.

დაჯილდოვდნენ: სალომე გოგილავა, ნინო ახალმოსულიშვილი, თევდორე ნამგალაძე და გიორგი ჭიაბრიშვილი. (ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი - მარიამ ბერიძე).

ეს სიმბოლური, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი არა მხოლოდ მოსწავლეების მიერ გამოჩენილი შრომისა და პასუხისმგებლობის აღიარება იყო, არამედ დიდი სტიმული მომავალი აქტივობებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობა სკოლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა – მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვლევითი და შემოქმედებითი პროექტები, იმსჯელეს აქტუალურ საერთაშორისო თემებზე და წარადგინეს საქართველო ღირსეულად.

აღსანიშნავია, რომ ასეთ ღონისძიებებში ჩართვა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, არამედ მოსწავლეებში ლიდერობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება