| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, მე-4 კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესითა და ჩართულობით წარიმართა.
გაკვეთილის თემა იყო – „უხერხემლო ცხოველები, კლასი ფეხსახსრიანები: მწერები, ობობისნაირები, კიბოსნაირები“.
მოსწავლეებმა დეტალურად შეისწავლეს ფეხსახსრიან ცხოველთა მახასიათებლები, მათი აგებულება, ცხოვრების წესი და ბუნებაში მათი ფუნქცია.
გაკვეთილი გაფორმებული იყო ვიზუალური მასალით. მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია მწერებსა და ობობებზე და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს.
გაკვეთილი იყო არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სახალისოც. ის აღძრავდა მოსწავლეებში ინტერესს ცოცხალი ბუნებისადმი და ავითარებდა კვლევით უნარებს.
ბავშვებმა ისწავლეს, როგორ გაარჩიონ ფეხსახსრიანების სხვადასხვა კლასი ერთმანეთისგან, რა მნიშვნელობა აქვთ მათ ეკოსისტემაში
გაკვეთილმა ნათლად აჩვენა, რომ სწავლის პროცესის საინტერესოდ წარმართვა მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის და აღძრავს მათში შემეცნების სურვილს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...