| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწვლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მცირე საკონცერტო დარბაზში მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება სახელწოდებით - „დედა და ენა“.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო და მასში ლამაზად იყო შერწყმული ქართული ენის სიყვარული, შემოქმედებითი წარმოსახვა და პატრიოტული სულისკვეთება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის გრამატიკის ელემენტებით გაჯერებული მუსიკალურ-ლიტერტურული კომპოზიციები და მოკლე ინსცენირებები, რომელთა სიუჟეტებიც შეეხებოდა მშობლიურ ენაზე ზრუნვის, სწორი მეტყველებისა და წერის კულტურის მნიშვნელობას.
დარბაზში საოცარი განწყობა დატრიალდა - მუსიკა, ლექსები და პატარების მიერ შესრულებული როლები.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ის კიდევ ერთხელ გახდა მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ენის სიყვარული ბავშვების გულში ადრეულ ასაკშივე იბადება და სწორი აღზრდის წყალობით ღრმად იდგამს ფესვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა