სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა რეჟისორის სასკოლო აღიარება  -  ზესტაფონის N5 სკოლაში მინი-სპექტაკლი დაიდგა 
31-03-2025
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც ახალგაზრდების მოტივაციასა და შესაძლებლობებზე აისახება. 

ამ დღეებში, სკოლაში ულამაზესი საღამო გაიმართა.

მე-6გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ხათუნა ებანოიძე) წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი - „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“.

სპექტაკლის შექმნა მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით ნასწავლმა მოთხრობამ შთააგონა.

სცენარსა და რეჟისურაზე პასუხისმგებლობა მე-6 კლასელმა - გოჩიკო გაჩეჩილაძემ აიღო თავზე. მანვე გაანაწილა როლები და იზრუნა მუსიკალურ გაფორმებაზე.

სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღინიშნა პატარა რეჟისორის ნიჭი და უნარები. ასევე, პატარა მსახიობების მონდომება და როლების გათავისება.

ნაწარმოებმა და მის მიხედვით წარმოდგენილმა სპექტაკლმა, წარმოსახვით შექმნილმა პერსონაჟებმა მოსწავლეებში უფრო მეტად განამტკიცა სამშობლოს სიყვარული. 

პატარა რეჟისორი მხოლოდ ამ სპექტაკლის შექმნით არ კმაყოფილდება და სამომავლოდ კვლავაც აპირებს ნაწარმოებების გასცენურებას. ამ ყველაფერში კი მას თანაკლასელების დიდი სიყვარული, პატივისცემა და ნდობა ეხმარება. ასევე პედაგოგების მხრიდან სრული მხარდაჭერა და  აღიარება.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა წაიკითხეს საშემოდგომო ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება