სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ებრძვიან მასწავლებლების დეფიციტს მსოფლიოში 
27-04-2025
-
+


იუნესკოს ანგარიშის მიხედვით, პედაგოგების დეფიციტმა მსოფლიოში 44 მლნ-ს მიაღწია. ორგანიზაციის მონაცემებით, სწორედ ამდენი სპეციალისტია საჭირო, რომ განათლება თითოეული ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. 

მასწავლებლების გლობალური დეფიციტის მიზეზთა შორის იუნისეფი ასახელებს სტრესის მაღალ დონეს, დაბალ ანაზღაურებასა და სამუშაო განრიგით უკმაყოფილებას.  კადრების დეფიციტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკის ქვეყნებში. რეგიონს სჭირდება დამატებით 15 მილიონი პედაგოგი, რათა ბავშვებისთვის უზრუნველყოს ხარისხიანი დაწყებითი და საშუალო განათლება.

ამასთან, მასწავლებლების დეფიციტია, არა მხოლოდ შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში, არამედ განვითარებულ სახელმწიფოებში. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ს სკოლებს 5 მლნ მასწავლებელი აკლია.

ევროპასა და აშშ-ში უფროსი ასაკის მასწავლებლები პენსიაზე გადიან, ახალგაზრდა სპეციალისტებს კი არ უნდათ პროფესიაში შესვლა. ამასთან, ქვეყნების უმეტესობას სჭირდებათ STEM საგნების მასწავლებლები, რაც მოიცავს მათემატიკას, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო საგნებს.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოები საინტერესო ღონისძიებებს მიმართავენ. 

მაგალითად, პორტუგალიაში ხელფასის გაზრდას უყურებენ როგორც გამონაკლისს და დროებით ღონისძიებას და უფრო მაღალ შემოსავალს სთავაზობენ პედაგოგებს, რომელთაც პენსიაზე გასვლის უფლება აქვთ. საპენსიო ასაკის პედაგოგებს შეუძლიათ 750 ევროთი მეტი ხელფასი მოითხოვონ. ინიციატივა მიმართულია სკოლებზე, რომლებიც პედაგოგების დეფიციტით ყველაზე მეტად დაზარალდნენ და ეხმარება განათლების სისტემას გამოცდილი სპეციალიტების შენარჩუნებაში. 

ირლანდიამ 2023 წელს დანერგა ნახევარ განაკვეთზე სწავლების საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნადი საგნების მასწავლებლებს შეუძლიათ ორ სკოლაში იმუშაონ. ეს საპილოტე პროექტი უფროსი კლასებისთვის არის განკუთვნილი. მიდგომას აქვს აშკარა ნაკლოვანებები (როგორიცაა სირთულეები დაგეგმარებაში და სკოლებს შორის გადაადგილების აუცილებლობა), მაგრამ განათლების დეპარტამენტი პედაგოგებს დამატებით დაფინანსებას დაჰპირდა ზედმეტი ხარჯების ასანაზღაურებლად. 

ავსტრალიამ უფლება მისცა ბოლო კურსის სტუდენტებს მასწავლებლად ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ. მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა ანალოგიურად წყდება გერმანიაში: მომავალ მასწავლებლებსა და ასპირანტებს, რომლებსაც აქვთ პედაგოგიური მომზადება, შეუძლიათ იმუშაონ სკოლებში.

ნიდერლანდებში უფრო შორს წავიდნენ. ხუთ დიდი ქალაქში ამოწმებენ მიდგომას, რომელიც გულისხმობს სკოლებში კვალიფიკაციის არმქონე კადრების მიწვევას. მათ შეუძლიათ ასწავლონ კვირაში არა უმეტეს ერთი დღისა (თვეში 22 საათი).

ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და გამოცდილების შენარჩუნებას დამატებითი უქმე დღით ცდილობენ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება