სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას
19-01-2025
-
+


დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდა მასწავლებლების მოსაზიდად ახალ მეთოდებს ეძებენ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მასწავლებლები სამუშაო პირობებით უკმაყოფილო არიან და მასობრივად ტოვებენ სკოლებს. ქვეყნის განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მონაცემებით, თითქმის გათანაბრდა იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც პროფესია მიატოვეს (43 522 ადამიანი) და რომელთაც პედაგოგიური კარიერა დაიწყეს (44 002 ადამიანი). ვაკანტური პედაგოგიური ადგილების რაოდენობა კი 2023 წელს რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა და 2300-ს მიაღწია (მაშინ როცა ათი წლის წინ 530-ს შეადგენდა). 

ხელფასების 6,5%-ით გაზრდამ კი პრობლემა ვერ მოაგვარა. ექსპერტები აღნიშნავენ, კიდევ ერთ ნიუანსს: სკოლებს არ შუძლიათ კონკურენცია გაუწიონ სხვა პროფესიულ სფეროებს, როლებიც ახალგაზრდებისთვის მეტად მიმზიდველია, მაგალითად მოქნილი გრაფიკით, სახლიდან მუშაობის და სხვადასხვა სფეროებში შესაძლებლობების მოსინჯვის შესაძლებლობით.

იმის შესახებ თუ რა დამატებით ღონისძიებებს მიმართავენ ბრიტანული სკოლები პედაგოგთა მოსაზიდად გამოცემა The Guardian წერს

რატომ არ მიდიან ახალგაზრდა მასწავლებლები ბრიტანულ სკოლებში 

სკოლის ხელმძღვანელების პროფესიული კავშირის - NAHT გენერალურმა მდივანმა - პოლ უაიტმანმა განაცხადა, რომ, რაც ახსოვთ, დიდ ბრიტანეთში „კადრების აყვანისა და შენარჩუნების ყველაზე სერიოზული კრიზისია“, მის დასაძლევად კი, პედაგოგის პროფესიამ სხვა უფრო მოქნილი და კომფორტული სამუშაო პირობების მქონე სფეროებისთვის კონკურენციის გაწევა უნდა ისწავლოს. 

ყურადღება მიმართულია თუ როგორ მოიზიდონ მასწავლებლები ჯენზი თაობიდან.

არაკომერციული ორგანიზაცია Teach First-ის გენერალური დირექტორი რასელ ჰობი, რომელიც ინგლისსა და უელსში განათლების ხარისხის ამაღლებისა ხელმისაწვდომობის საკითხებითაა დაკავებული, აღნიშნავს, რომ „მასწავლებლის პროფესიის მახასიათებლები არ შეესაბამება იმას, რისკენაც ახალგაზრდა თაობა კარიერულ გზაზე ისწრაფვის და რასაც პოულობს სხვა პროფესიულ სფეროებში“.

Teach First-ის მკვლევარება 3 000-ზე მეტი 16-24 წლის ახალგაზრდა გამოკითხეს და გაარკვიეს, რომ მართალია რესპონდენტების 73% პედაგოგის პროფესიას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მაგრამ, არცთუ იშვიათად, აღიქვამს როგორც სტრესულს (42%) და დაბალანაზღაურებადს (36%). 


როგორ ცდილობენ დიდი ბრიტანეთის სკოლებში მასწავლებლების მოზიდვას

იმისთვის რომ მოიზიდონ ახალგაზრდა მასწავლებლები და შეინარჩუნონ გამოცდილები, ბრიტანული სკოლები და საგანმანათლებლო სფეროს არაკომერციული ორგანიზაციები სხვადასხვა ღონისძიებებს ცდიან. 

Teach First-ის პოზიციაა მასწავლებლებს მიენიჭოთ მოქნილი სამუშაო ფორმა, სწავლის გასაგრძელებლად სკოლის ხანმოკლე დროით დატოვების ან სხვა სფეროში მუშაობის შესაძლებლობით. ასეთი წყვეტა კი უნდა გაფორმდეს, როგორც შვებულება, სხვა პროფესიონალური უნარების სწავლის შესაძლებლობა კი უფასოდ მიეცეთ. 

ორგანიზაციის შეფასებით, საპილოტე პროგრამა 450 ახალგაზრდა მასწავლებლისთვის 7,5 მლნ ფუნტი სტერლინგი დაჯდება. Teach First-ში თვლიან, რომ ახალი პროფესიის დაუფლებისას შეძენილი უნარები და გამოცდილება პედაგოგებს გამოადგებათ მოსწავლეებთან მუშაობისას.

All Saints Catholic College-ის (ლონდონის სახელმწიფო საშულო სკოლა) დირექტორი - ენდრიუ ო’ნილი თვლის, რომ პედაგოგებს ისეთივე მოფრთხილება სჭირდებათ, როგორც ელიტურ სპორტსმენებს, მათთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის შესაძლებლობის მიცემით. ამიტომ კათოლიკური კოლეჯის თითოეულ მასწავლებელს კვირაში ერთხელ შეუძლია სამსახურში ორი გაკვეთილით გვიან მივიდეს. დირექტორის თქმით, სკოლა კარგად ფინანსდება და შეუძლია ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა. თავისუფალ დილას პედაგოგები იოგისა და ვარჯიშისთვის, ან, უბრალოდ, გამოსაძინებლად იყენებენ. მაგრამ ასეთი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მოითხოვს მთელი სასწავლო განრიგის გულმოდგინე შედგენას. 

არაკომერციულმა ორგანიზაცია Dixons Academies Trust-მა, რომელიც 16 სკოლასა და ერთ კოლეჯს მართავს, მასწავლებლებისთვის ორ კვირაში ერთხელ დამატებითი უქმე დღე შემოიღო - იმავე ხელფასის შენარჩუნებით, როგორც სტანდარტული ხუთდღიანი განრიგის დროს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლუკ სპარკსმა აღნიშნა, რომ ამ დღეს ზოგიერთი მასწავლებელი მაინც მუშაობას ამჯობინებს, მაგრამ ეს მათ შესაძლებლობას აძლევთ მორჩენილი საქმეები საღამოსთვის ან უქმე დღეებისთვის არ შემოინახონ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება