| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თბილისის თავისუფალმა სკოლამ დაუვიწყარი დღე აჩუქა.
„ტვინების ბრძოლის“ ჩემპიონი მეხუთეკლასელი მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი თავისუფალ სკოლას ეწვივნენ.
როგორც სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი აღნიშნავს, დეკემბერშივე, გამარჯვების პირველივე წუთებში, მოულოდნელი და ძალიან გასახარი იყო სკოლის დირექტორის - ამირან ამბროლაძის გულწრფელი მილოცვა და საჩუქრად მეტად საჭირო და ტექნიკის შეპირება, შემდეგ, წლის ბოლოს, საახალწლო კონცერტზე მიპატიჟება, თუმც მაშინ კლიმატური პირობების გამო ეს ვერ მოხერხდა და მარტის არდადეგებამდე გადაიდო.
ახლა კი მოსწავლეებმა სურვილი ახდინეს და გულითად მასპინძლებს ესტუმრნენ.
„საოცრად თბილად მიგვიღეს, სამახსოვრო სუვენირებიც გავცალეთ და მთავარი საჩუქრებიც გადმოგვცეს:
პროექტორი, ეკრანი, ლეპტოპი, ხმის გამაძლიერებელი, რასაც იმთავითვე შეგვპირდნენ. ამას სკოლის ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად მოცემული წიგნებიც დაამატეს და თავად ბატონი ამირანის წიგნები მისივე ავტოგრაფით.
აქვე შევთანხმდით, რომ ეს მეგობრობა, რომელიც ამ საინტერესო ინტელექტუალური თამაშით დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენც ვიქნებით მათი მასპინძლები.
უღრმესი მადლობა თბილისის თავისუფალი სკოლას, დირექტორს -ბატონ ამირან ამბროლაძეს, სკოლის ხელმხღვანელობასა და პედაგოგებს ამ საოცარი დახვედრისა და დიდებული საჩუქრებისათვის! უდიდესი მადლობა ასევე უცხოეთში მყოფ ჩვენს დიდ მეგობრებსა და გულშემატკივრებს: მაია ბენიძეს, ნინო ხეცურიანს,ნანი ცინარიძესა და რამაზ ლიპარტელიანს, რომლებმაც ჩვენი გამარჯვების სიხარული გაიზიარეს და ფინანსური დახმარება გაგვიწიეს ამ ექსკურსიის მოწყობაში!
მადლობა „ტვინების ბრძოლის“ პროექტის ხელმძღვანელობას, რომ ასეთი მეგობრები შეგვძინა!
წარმატებული წელი და ბედნიერი მომავალი ჩვენი საუკეთესო მასპინძელი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ყველა ქართულ სკოლას!“,- აღნიშნავს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ