| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლია სახელობის ყვარლის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მე-5 კლასის მოსწავლეებისათვის, შემოქმედებითი დღის ფარგლებში, ხატვის მასტერკლასი მოეწყო, რომელიც მიწვეულმა სტუმარმა ხელოვნებათმცოდნემ, მხატვარ-დეკორატორმა, თეკლა ჩიხორლიშვილმა გამართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გიმნაზიელებმა შემოდგომის პეიზაჟი შექმნეს და სეზონური კოლორიტის და სივრცობრივი პერსპექტივის აღქმას თავი შესანიშნავად გაართვეს.
„მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებისთვისაა მნიშვნელოვანი არამედ ხელს უწყობს მოსწავლეებში მხედველობითი აღქმისა და დაკვირვების უნარის დახვეწას, ფერის თეორიისა და კომპოზიციური აზროვნების ათვისებას, სივრცით აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას და თვითგამოხატვას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან მხატვარ-დეკორატორს საინტერესო მასტერკლასისთვის.
„მადლობას, ვუხდით თეკლა მასწავლებელს მობრძანებისა და სასწავლო დღის შემოქმედებითად გაფერადებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მე-5 კლასის მოსწავლეთა დამრიგებელი მაია მაკარიძე გახლავთ.
იხილეთ ვიდეო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას