სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველკლასელთა პირველი ნაბიჯი წიგნიერების სამყაროში - ანბანის ზეიმი მარტვილის №1 საჯარო სკოლაში
18-11-2026
-
+


სულ ცოტა ხნის წინ მათ პირველად შეაღეს სკოლის კარი და იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაშალეს. დღეს კი ქალაქ მარტვილის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელები უკვე გამართულად კითხულობენ და წერენ „აი ია“ -ს დიდი ქართველი განმანათლებლის კვალდაკვალ გავლილი ეს პირველი, უმნიშვნელოვანესი გზა სკოლაში ლამაზი და დაუვიწყარი ანბანის ზეიმით აღინიშნა.

ყველაფერი იმ ორი ჯადოსნური სიტყვით დაიწყო, რომელსაც „აი ია“ ჰქვია. სწორედ ამ მარტივმა, თბილმა ფრაზამ გაუღო პატარებს ქართული ენის კარი და აჩვენა, რომ წიგნის კითხვა საინტერესო მოგზაურობაა. „აი ია“ იყო პირველი ნაბიჯი, რომელსაც დამრიგებლის, პედაგოგ ია ქიქავას დიდი სიყვარულითა და პროფესიონალიზმით, თანდათან მოჰყვა ოცდაცამეტივე ასო-ბგერის გაცნობა, პირველი მარცვლები, წინადადებები და პატარა მოთხრობები.

ღონისძიებაზე პატარებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ქართული ანბანის ჯადოსნური სამყარო. სცენაზე გამოჩენილი თითოეული ასო-ბგერა თითქოს ცოცხალ ზღაპრად იქცა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მადლობა გადაუხადეს იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც მათ ასეთი საოცარი საგანძური - „დედა ენა“ დაუტოვა. ბავშვების თვალებში ანთებული სიხარული, მშობლების ემოციები და პედაგოგ ია ქიქავას სიამაყე საუკეთესო დასტური იყო იმისა, რომ პატარებმა უკვე შეიყვარეს მშობლიური ენა და წიგნი.

„ანბანის ზეიმი“ მარტვილის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელების ცხოვრებაში ერთი ლამაზი ეტაპის დასასრული და ახალი, დიდი თავგადასავლების დასაწყისია. მათ წარმატებით გადადგეს პირველი ნაბიჯი ქართული ენის სამყაროში და ახლა უკვე თამამად შეუძლიათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება