სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლუხვანოს საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
18-11-2026
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად შემწყნარებლობას, მიმღებლობას ასწავლიან. 

16 ნოემბერს, მსოფლიოში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლელა ხაბულიანის, ინიციატივით ლუხვანოს საჯარო სკოლაში ჩატარდა თემატური აქტივობები.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო კითხვა-პასუხის პროცესში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.

აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მასწავლებლებიც, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, განსხვავებულობის მიღებისა და ერთმანეთის მოსმენის მნიშვნელობას.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ტოლერანტობა მხოლოდ სიტყვა არ არის - ეს არის ყოველდღიური დამოკიდებულება, რომელიც გვასწავლის ერთმანეთის პატივისცემას, თანაგრძნობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ პატივს ვცემდეთ ერთმანეთს!“, -აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
თარიღთან დაკავშირებით, სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ლელა ხაბულიანის, ინიციატივით ლუხვანოს საჯარო სკოლაში ჩატარდა თემატური აქტივობები
 
ღონისძიებად ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ნათელა ქებაძემ
 
გიმნაზიელებმა შემოდგომის პეიზაჟი შექმნეს და სეზონური კოლორიტის და სივრცობრივი პერსპექტივის აღქმას თავი შესანიშნავად გაართვეს
 
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება