სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათები და დედიკოებისთვის მიძღვნილი ლექსები - ვალეს N4 საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება ჩატარდა
11-03-2025
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, რასაც ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა განაპირობებს.

სწორედ ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ვალის აჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვანი აქტივობები ეძღვნება, რომელთა შორის უდავოდ აღსანიშნავია გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და რომელიც სასკოლო საზოგადოების უშუალო ჩართულობით ჩატარდა.

ბავშვებმა გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე ყველა ქალბატონს მიულოცეს, განსაკუთრებულად კი დედიკოებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ასე თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთხელ უთხრა დედიკოს, რომ ძალიან უყვარს. 

3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაულია და საყვარელმა მოსწავლეებმაც დედიკოებს აჩუქეს სიხარულით სავსე დღე. მიუძღვნეს ლექსები და საკუთარი პატარა ხელებით დამზადებული მისალოცი ბარათები მიართვეს.

ვულოცავთ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას, ვუსურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია,  საამაყო შვილების აღზრდას.

შვილებს კი ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“, - ასე გამოეხმაურა ვალის N4 საჯარო სკოლა გაზაფხულის ლამაზი დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში განსათავსებლად დაამზადეს მისალოცი პოსტერი
 
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება