სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარეს
11-03-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი სკოლის თვითმმართველობამ და სამოქალაქო კლუბის წევრებმა მე-5 და მე-6 კლასებში ჩაატარეს პრეზენტაცია და სახალისო აქტივობები, რომლის მიზანიც იყო ბავშვებისთვის ამ დღის მნიშვნელობის გაცნობა და მეგობრობის, კეთილგანწყობისა და პოზიტიური ემოციების გაძლიერება.

პრეზენტაციის ფარგლებში ბავშვებმა შეიტყვეს ვალენტინობის დღის ისტორია, ტრადიციები და მისი აღნიშვნის სხვადასხვა გზები სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა მეგობრობისა და კეთილგანწყობის მნიშვნელობაზე, რათა ბავშვებს ეს დღე არა მხოლოდ რომანტიკასთან, არამედ პოზიტიური ემოციებისა და ადამიანური ურთიერთობების დაფასებასთან დაეკავშირებინათ.

პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეები ჩაერთნენ ორ სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში. პირველ თამაშში გოგონებმა წინასწარ დაწერეს თავიანთი სახელები, რომლებიც ბიჭებმა ამოიღეს ყუთიდან. შემდეგ ბიჭებმა თავიანთ მეწყვილეებს მიუძღვნეს მისალოცი ბარათები, წარუდგინეს ისინი კლასს, ხოლო გოგონებმა გამოავლინეს საუკეთესო მისალოცი ბარათის ავტორი, რომელსაც დიპლომი გადაეცა. მეორე თამაშის ფარგლებში კლასებში გამოვლინდნენ მისის და მისტერ ვალენტინები – მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი კეთილგანწყობით, მეგობრულობით და აქტიურობით.

ბავშვებმა ამ აქტივობებით შეისწავლეს ურთიერთპატივისცემის და მეგობრობის მნიშვნელობა, გაიაზრეს, რომ ვალენტინობის დღე მხოლოდ რომანტიკულ გრძნობებს არ უკავშირდება და ის შეიძლება მეგობრობისა და თბილი ურთიერთობების აღნიშვნის დღედაც იქცეს. მისალოცი ბარათების შექმნამ განუვითარდათ შემოქმედებითი და კომუნიკაციის უნარები, ხოლო თამაშებმა ხელი შეუწყო გუნდურ მუშაობას და სოციალური კავშირების განმტკიცებას. კლასში შეიქმნა მხიარული და თბილი გარემო, რამაც ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი ემოციები და თანატოლებთან უფრო დადებითი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინათ.

ღონისძიებამ დადებითი შედეგი გამოიღო და აჩვენა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებას. მომავალში შეიძლება ჩატარდეს მსგავსი თემატური აქტივობები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრულ გარემოს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება