| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნოდარ დუმბაძის სახელობის, ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება განსხვავებულად და ორიგინალურად აღინიშნა, მთავარი შემოქმედები კი ადგილობრივი საგანმანათლებლო სექტორის საამაყო წარმომადგენლები გახლდნენ - მათ თაიგულებით მიულოცეს ლამაზი დღე, ხოლო სკოლის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში საჯარო მილოცვა მიუძღვნა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა 82 ქალბატონს აერთიანებს; ჩვენი ყოველი წარმატების, უამრავი პროექტისა და იდეის უკან თუ სათავეში სწორედ ქალბატონები დგანან.
ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში. მათი უფლებების დაცვა და განვითარების ხელშეწყობა კი ჩვენი მთავარი მიზანია.
გისურვებთ, იყოთ მუდმივად გაბედულები, არ შეწყვიტოთ მიზნისკენ სწრაფვა და არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე.
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!
მადლობა მხარდაჭერისთვის ოზურგეთის პედაგოგთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ როზა გოგუაძეს;
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას პოზიტიური დღის ორგანიზებისთვის და ფინანსური მხარდაჭერისთვის“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა