სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოწაფეებმა საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშველოვან ეპიზოდებს პრეზენტაცია მიუძღვნეს
11-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები საქართველოს ისტორიას ხარისიანად და სიღრმიეულად სწავლობენ, დირექცია და პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

საბჭოთა ოკუპაციის დღეს სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებათა კვირეული მიეძღვნა. 

სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, საბჭოთა ოკუპაციის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა (საქართველოს ისტორიის პედაგოგი მარიამ კევლიშვილი) საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.

მოსწავლეებმა მოამზდეს და წარმოადგინეს საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშველოვანი ეპიზოდები: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობები, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს, 1922 წლის 30 დეკემბერს, ახლადდაფუძნებულ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გაერთიანების ხელმოწერა - საქართველოს საოკუპაციო, უკანონო ხელისუფლების მიერ და 1924 წლის აჯანყება.

ღონისძიება შეაჯამა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგ მარიამ კევლიშვილს გაწეული შრომისათვის და საინტერესო პრეზენტაციისათვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება