| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს, და ახსენებს, რომ ატესტატის მიტანის ბოლო ვადა 11 აგვისტოა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ყველა აბიტურიენტზე.
ზოგიერთ საგამოცდო ბარათზე მითითებულია შემდეგი ტექსტი: „გაითვალისწინეთ, რომ 11 აგვისტოს ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შედეგები განხილული არ იქნება ჩარიცხვისას.“
ატესტატის წარდგენა აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტის ატესტატის მონაცემები არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად, მხოლოდ იმ აბიტურიენტებმა, ვის ბარათზეც აღნიშნული მოთხოვნაა მითითებული, უნდა წარადგინონ ატესტატის ასლი დადგენილ ვადაში. სხვა შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის.
ატესტატის წარდგენა შესაძლებელია თქვენი რაიონის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას