სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა უფლებების დაცვა, ღირსეული ხელფასი და პენსია პედაგოგებისთვის, სკოლებში ფორმების დაბრუნება - მიმართვა მინისტრს
24-07-2025
-
+


დაახლოებით ერთი თვეა, რაც განათლების მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, რომელსაც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, სოციალურ ქსელში თანამდებობის დაკავებას ულკოცავენ და იმავდროულად სთხოვენ, გარკვეულ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმოს. რა სურთ პედაგოგებს მინისტრისგან - გამოხმაურებებს უცვლელად გთავაზობთ:

„იქნებ თქვენ მაინც მიაქციოთ ყურადღება ტექნიკურ პერსონალს 300 ლარიც რომ არ აქვთ ხელფასი და ამდენი მუშაობა უწევთ“...

„უმაღლესები სათანადო დიპლომებს რომ ვერ გასცემენ, მაგას მიხედონ! აბა დიპლომის მერე ისევ საგნის და საგანმანათლებლო პროგრამების გავლა რატომ უნდა უწევდეს ადამიანს! საქართველოში უმაღლესი განათლება არ არსებობსო, მაგით მაგას ამბობენ!“

„დააბრუნეთ უნიფორმები! მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა ეცვას უნიფორმა - ნაწილს ადმინისტრაცია დაფარავს, ნაწილს მშობელი“.

„ფორმა,  დისციპლინა და სწავლა! ასევე მასწავლებლების გადამოწმება ზოგი ნიშანს რომ არ წერს იმის გამო, მოსწავლე მასთან მოემზადოს. არც მათემატიკაუნდა იყოს მე-6 გაკვეთილი -  თუ საკმარისი პედაგოგები არ ჰყავთ, ახლები მიიღონ. საათების დატაცების გამო ბევრ სკოლაში კადრებს არ ამატებენ. ტელეფონების აკრძალვა და ვისაც არ უნდა სწავლა, ნუ აძალებთ - 10 კლასი კი არა, მე-8-დან უნდა გავიდეს“.

„ბატონო სამართალმცოდნე მინისტრო! კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს, რათა მასწავლებლის უფლებები დაცული იყოს! გთხოვთ, შეიმუშავოთ გონივრული და სამართლიანი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებო საზოგადოების ყველა წევრის ინტერესების სწორად დაცვასა და გადაწყვეტას! შეიმუშავეთ გონივრული, სამართლიანი კანონები, რომ სკოლა ნამდვილად დაემსგავსოს საგანმანათლებო დაწესებულებას! დამატებით, მასწავლებლის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ დირექტორების მიერ შემუშავებულ წესებსა თუ კანონებზე და მათ ჰუმანურ თუ არაჰუმანურ გადაწყვეტილებასა და ნებაზე! არასწორად წყდება რიგი საკითხები“! 

„ბატონო მინისტრო, იმისათვის, რომ სამართალმა იზეიმოს და განათლების დონე წარმოუდგენელ მწვერვალებს მისწვდეს, სულ სამი რამაა საჭირო - მოსწავლის უპირობო სიყვარული, საინტერესო სახელმძღვანელოები, კეთილსინდისიერი მასწავლებლები, რომლებიც გადასცემენ ცოდნას და დაეხმარებიან ახალი ცოდნის შექმნაში, რომელსაც მხოლოდ კეთილი საქმის კეთებაში გამოიყენებენ..მოდის ძალიან ნიჭიერი თაობა და ამისათვის მომზადებაა საჭირო. მიხარია რომ სამართალმცოდნე ბრძანდებით... იმედი მაქვს, განათლებას მისცემთ სამართლიან მიმართულებას“.

„ეგებ პედაგოგთა ღირსეულ პენსიაზე იზრუნოს ვინმემ!.მგონი, სტაჟი და დამსახურებაა გასათვალისწინებელი. თითქმის ნახევარი საუკუნე რომ მუშაობს პედაგოგი, სახლში წასვლის შემდეგ 450 ლარად იარსებებს? რატომ არ ფიქრობს ვინმე, რამდენი საშემოსავლმო აქვს მას გადახდილი... არაა ეს საქმე კარგად დასაფიქრებელი? მგონი სკოლებში ნახევარზე მეტი პენსიონერია“.

„მასწავლებელს იმდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი, რამდენიც სამ სკოლაში აქვს ერთ პედაგოგს... ამით ხარისხიც გაუმჯობესდება და ახალგაზრდებიც დასაქმდებიან... არავის უხარია სამ-ორ სკოლაში მუშაობა... იმედია გამოსწორდება...“

„წარმატებები ბატონ მინისტრს! ჩემი თხოვნაა მიხედოთ ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს! დაასაქმეთ სკოლებში! დირექტორები ბევრს იღებენ თავის თავზე! ჩაერიოს სამინისტრო!“

„იქნებ მასწავლებლების ფინანსურ მდგომარეობაზეც იფიქროთ, ბანკის ვალებში რომ ვიხრჩობით. გვაბარებინეს გამოცდები და ხახამშრალი დაგვტოვეს წამყვან-მენტორი მასწავლებლები“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადების მიღება 3 აგვისტოდან იწყება 

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება