სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლება-ტრენინგი ბაღის თანამშრომლებისთვის - თეორიულთან ერთად პერსონალი პრაქტიკულ სწავლებასაც გაივლის
24-07-2025
-
+


ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს ჩაუტარდა სწავლება-ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა; მოქმედება საგანგებო სიტუაციებში“. ტრენინგის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ხანძრის შემთხვევისას გასატარებელი ღონისძიებები.
 
„სწავლების მიზანს წარმოადგენდა როგორც პერსონალის, ისე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგი ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მუშაობის სპეციფიკას და ემსახურებოდა იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების დროს:
 
ხანძრის და სხვა საფრთხის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება; საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების წესებისა და პროცედურების ცოდნა.
 
პერსონალმა სწავლების პირველ ეტაპზე გაიარა თეორიული კურსი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც მოიცავს:  ცეცხლმაქრების გამოყენების პრაქტიკულ სწავლებას და ობიექტიდან პერსონალისა და აღსაზრდელთა ევაკუაციის უზრუნველყოფის სიმულაციას.
 
აღნიშნული სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის გზაზე, რაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს“, - აღნიშნულია გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება