| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
ამ მიმართულებით ბავშვები, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობენ და მათ შორის, გარემოსდაცვითი მიმართულებით, მრავალფეროვან აქტივობებშიც ხშირად მონაწილეობენ.
ახლახან, განჯალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველებაში, წარმოადგინეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პროექტი, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობდნენ.
„დღეისთვის არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებს მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებს ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა აიცილოს თავიდან.
2005 წელს იაპონიაში გაჩნდა იდეა 3R -ის დანერგვასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანიც ნარჩენების სწორი მართვა იყო. 3R სამი სიტყვის აბრევიატურას წარმოადგენს: Reduce - შემცირება, Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle - გადამუშავება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა