| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და ამის დასტურია სხვადასხვა კონფერენციაში მათი წარმატებული მონაწილეობა.
ახლახან, ყვარლის მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ყვარელში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანიც გახლდათ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმატებით წარდგა საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგი ლილი ირემაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მის მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტი - „ხილს რომ პირი ჰქონდეს თავის თავს თვითონ შეჭამდაო“.
პედაგოგის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და მას მადლობის სიგელიც გადაეცა. „საბუეს საჯარო სკოლა მადლობას უხდის მას გაწეული შრომისათვის და უსურვებს წარმატებას პედაგოგიურ მოღვაწეობაში“, - ასე გამოეხმაურა ლილი ირემაშვილის წარმატებას სასკოლო საზოგადოება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა