| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატება დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყოა.
მათ შორისაა VIIა კლასის მოსწავლე ანდრია სოფრომაძე, რომელიც პატარა მსახიობია.
თეატრალური ხელოვნებით გატაცებული მე-7 კლასელი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართულ პრემიერაში მონაწილეობდა. სცენაზე ჩარლზ დიკენსის - „შობის ზღაპარი“ დაიდგა. დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე, რეჟისორი - კი სკოლის მეგობარი კახაბერ გოგოლაშვილი გახლდათ.
სპექტაკლში მსახიობების გვერდით ქუთაისის N19 საჯარო სკოლის VIIა კლასის მოსწავლე ანდრია სოფრომაძე თამაშეობდა. ანდრიას პერსონაჟის დედის როლს კი ქუთაისის N19 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - მსახიობმა ელზა სულაძემ შეასრულა.
ანდრიას თანაკლასელები და დამრიგებელი ეკა სვანიძე სპექტაკლს დაესწრნენ და ემოციური მუხტი მქუხარე აპლოდისმენტებით გამოხატეს.
„მადლობას ვუხდით სპექტაკლის დამდგმელ გუნდს, ნორჩ მსახიობს კი წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლისა და კურსდამთავრებულის წარმატება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა