TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ნინო ქავთარაძე და ნინო სარდალაშვილი მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
24-02-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოზარდების სასწავლო მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. 

ახლახან, სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს -  ნინო ქავთარაძეს, ნინო სარდალაშვილს კუთვნილი მედლები გადაეცათ. მოსწავლეთა კლასის დამრიგებელი ლალი ბერელაშვილი გახლავთ. 

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა დედოფლისწყაროს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის საკონფერენციო დარბაზში, სადაც წარმატებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ დიდი წარმატებასა და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა გულწრფელ მადლობას უხდის 2022-2023 სასწავლო წლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ორგანიზატორებს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს, ბატონ მალხაზ მერაბიშვილსა და ბატონ გელა სამუკაშვილს, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაკა ჯანაშვილს – ჩვენი მედალოსანი მოსწავლეების, ნინო ქავთარაძისა (ოქროს მედალი) და ნინო სარდალაშვილის (ვერცხლის მედალი) წახალისებისა და მათი მიღწევების დაფასებისთვის.

წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების სერტიფიკატებიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღიარებაა მათი შრომისა და მიღწევებისთვის.

ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა, რომელიც წარჩინებული მოსწავლეების აკადემიური წარმატების აღიარებას, წახალისებასა და მათთვის დამატებითი მოტივაციის მიცემას ისახავს მიზნად, უდიდესი სტიმულია მომავალი თაობებისთვის. ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს საქართველოს საჯარო სკოლების საუკეთესო კურსდამთავრებულების ღირსეულ წარმოჩენასა და მხარდაჭერას.

გულწრფელად ვულოცავთ ნინო ქავთარაძეს, ნინო სარდალაშვილს და ყველა მედალოსან მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!

ვუსურვებთ მათ განათლების გზაზე კიდევ უფრო მაღალ მწვერვალების დაპყრობას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და ბრწყინვალე მიღწევებს მომავალში!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება