TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

 „ჩემი იდენტობა - დედა ენა“ - ყარათაკლიის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა
24-02-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 21 თებერვალს, ამ გამორჩეულ დღეს ღონისძიება - „ჩემი იდენტობა - დედა ენა“.

სკოლის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - აიჯუნ ალიევასა და რაფის გუმბათოვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც - აზერბაიჯანული ენის წარსულსა და აწმყოზე დეტალური ინფორმაცია იყო მოცემული.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საინტერესო ლიტერატურულ-მხატვრული და მუსიკალური კომპოზიციები, წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის აზრბაიჯანული ენისადმი მიძღვნილი ლექსები.

ღონისძიებაძე სიტყვით გამოვიდნენ ლიტერატურათმცოდნე  მაგარამ ჯაფაროვი, სკოლის დირექტორი ბახრატ ისაევი, სასწავლო ნაწილის გამგე რამიზ მუსტაფაევი და სკოლის სხვა პედავოგები.   

ღობისძიებაზე ჯილდო გადაეცა თემაზე - „დედა ენა“ მოსწავლეთა შორის გამართული ესეების კონკურსის გამარჯვებულს.

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა  მადლობა გადაუხადა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილე მოსწავლეებს.

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება